ლაუტარო: "ის ჩვენზე ერთი თავით მაღლა დგას"

19-10-2020, 18:41

მილანის "ინტერისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ლაუტარო მარტინესმა მედიის წარმომადგენლებთან "ბარსელონას" ვარსკვლავ ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

"ესის ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ჩვენ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ერთად ვთამაშობთ".

"წარსულში მითქვამს, ახლაც ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ფაქტი, რომ ის არგენტინელია, ჩვენთვის საამაყოა. მისგან ბევრის სწავლა შეიძლება. ჩემი აზრით, ის ყველაზე 1 თავით მაღლაა", - განაცხადა ლაუტარომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით