შვაინშტაიგერი: "ლიოვმა ისინი უნდა დააბრუნოს"

19-10-2020, 16:48

ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გაავრცელა.

"ეროვნულ გუნდს პრობლემა აქვს და ამას თავისი მიზეზებიც აქვს. გუნდში გაახალგაზრდავების ეტაპი მიმდინარეობს, რაც ყოველთვის რთულია."

"თუმცა, პირადად მე იოახიმ ლიოვის ადგილზე რომ ვიყო, ნაკრებში თომას მიულერსა და ჟერომ ბოატენგს დავაბრუნებდი. მათ უდიდესი გამოცდილება აქვთ. მაგრამ, მწვრთნელი ლიოვია და შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ." - აცხადებს ბასტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით