სიმეონე: "ბაიერნი მსოფლიოში საუკეთესო კლუბია"

19-10-2020, 16:57

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით. ამ მატჩში ის შეცდომები არ გვეპატიება, რაც "სელტასთან" დავუშვით. ეს უნდა გამოვასწოროთ."

"მომწონს დიეგოსა და სუარესის დუეტი. მათი ხასიათი მეტოქის საჯარიმოში დიდ უპირატესობას გვაძლევს. თუმცა, დიეგო სავარაუდოდ ვერ დაგვეხმარება. ექიმები საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ." - აცხადებს სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით