სუპერ ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით

19-10-2020, 21:24

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი დღითიდღე იზრდება.

Transfermartk-ის მონაცემებით, ხვიჩა 3 მილიონი ევროთი გაძვირდა. ქართველი შემტევი ადრე 4.5 მილიონი ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 7.5 მილიონი ევროა.
ამ შედეგით რუსეთის პრემიერლიგაში კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორისაა, ცსკა-ს წევრ ნიკოლა ვლაშიჩთან და "ზენიტის" ფეხბურთელ ვენდელთან ერთად ყველაზე მეტად მისმა ფასმა მოიმატა (3 მილიონი ევრო).

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით