პირლო: "რონალდოს მარტივად ჩავანაცვლებთ"

20-10-2020, 14:14

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "იუვენტუსი" გრანდი დღეს კიევის "დინამოს" ესტუმრება.

საგულისხმოა, რომ ტურინულო გრანდის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კორონავირუსით არის ინფიცირებული ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გუნდს პირველ მატჩში ვერ დაეხმარება.

ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ კლუბში ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე რონალდოს შეცვლიან.

"სამწუხაროდ, კრიშტიანო კორონავირუსით არის ინფიცირებული და "დინამოსთან" მატჩს გამოტოვებს".

"თუმცა, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც რონალდოს შეცვლიან და მის პოზიციაზე ითამაშებენ, ამ ამბავს მარტივად გადავიტანთ. მაგალითად, მორატა, რომელმაც "კროტონეს" წინააღმდეგ ითამაშა", - ციტირებს პირლოს  Football Italia.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით