ალეგრი სამწრთვნელო კარიერას პრემიერ ლიგაში განაახლებს?

20-10-2020, 14:47

ბრიტანულ მედიაშI გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, შესაძლოა, ლონდონის "ჩელსი" ჩაიბაროს.

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია ფრენკ ლემპარდის მუშაობით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბსა და სპეციალისტს შორის ემოციური კავშირი არსებობს.

აღნიშნავენ, რომ ლონდონელები აქტიურები იყვნენ ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ ეს ჯერ ასახულა თამაშის ხარისხზე და შედეგებზე. "ჩელსის" პრემიერლიგის ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ ორი მოგება აქვს.

ალეგრი, რომელსაც "იუვენტუსთან" ერთად ხუთჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი, ლემპარდის ყველაზე რეალურ შემცვლელად მოიაზრება. დღეისთვის 53 წლის სპეციალისტი უმუშევარია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით