ფაბიო კაპელომ თანამედროვე "მილანზე" ისაუბრა

20-10-2020, 16:44

ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ "La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში სტეფანო პიოლის "მილანზე" ისაუბრა.

"პიოლის "მილანი" მომწონს. საკმაოდ საინტერესო და კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ერთი რამ კი განსაკუთრებით მომწონს: თითოეული ფეხბურთელი ენთუზიაზმით და სიხარულით აკეთებს თავის საქმეს."

"შექება არა მხოლოდ პიოლის, მალდინისა და მასარასაც ეკუთვნით, რომლებიც საქმეს კულისებიდან აკეთებენ. ძალიან გამიხარდა ზლატანის იტალიაში დაბრუნება, რადგან 39 წლის ასაკშიც შეუძლია შეხვედრის ბედი გადაწყვიტოს."

"გარდა ამისა, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელები უყურებენ თუ როგორ ვარჯიშობს ასეთი ადამიანი კვირიდან კვირამდე თავდაუზოგავად, თავიანთ თავს მოდუნების საშუალებას არ მისცემენ."

"სკუდეტოს შანსები? როდესაც "მილანი" ხარ, უმაღლესი მიზნებისთვის ყოველთვის იბრძვი, მაგრამ მე ჩემს აზრზე ვრჩები და მთავარ ფავორიტად "ინტერს" მივიჩნევ." - განაცხადა კაპელომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით