ვლადიმერ ვაისის დაუჯერებელი გმირობები, რის შესახებაც ბევრმა ქართველმა არაფერი იცის

20-10-2020, 21:23

მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან ახლოსაა ერთა ლიგის D დივიზიონის მოგებასა და ამით ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლასთან.

შეიძლება ბევრისთვის არ იყოს ცნობილი, რომ მსგავსი ბევრისთვის მოულოდნელი მიღწევები ვაისს აქამდეც ჰქონდა. გავიხსენოთ მისი კარიერა:

2005-2006 წლების სეზონში "არტმედია" გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. "არტმედიამ" პლეი ოფში "ქაირატს", "სელტიკსა" და "პარტიზანს" მოუგო. აღსანიშნავია, მათ გლაზგოელებს პირველ მატჩში 5:0 სძლიეს.

"არტმედიას" მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე "ინტერი", "პორტო" და "რეინჯერსი" იყვნენ. სლოვაკურმა კლუბმა მხოლოდ "ინტერთან" დათმო ორი მატჩი. "პორტოს" სტუმრად მოუგო და 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა, რის შემდეგაც უეფას თასზე გადაინაცვლა, სადაც "ლევსკისთან" დამარცხდა.

2011-2012 წლების სეზონში ვაისმა ბრატისლავის "სლოვანი" ევროპა ლიგის ჯგუფში შეიყვანა. სლოვაკურმა გუნდმა პლეი ოფში იტალიურ "რომას" აჯობა.

სლოვაკეთის ნაკრები 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და მერვედფინალამდე მივიდა, სადაც ნიდერლანდებთან დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ვაისმა "არტმედია" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიყვანა, ბრატისლავის "სლოვანი" ევროპალიგაზე პირველად გაიყვანა და სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით