უეფამ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გამოარჩია (ვიდეო)

21-10-2020, 11:17

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის კარში გატანილი ბურთი გამოარჩია.

ვიდეოს ასეთი სათაური აქვს: „უყურეთ ბრწყინვალე გოლს, ვინ არის თქვენს ნაკრებში საუკეთესო ახალგაზრდა?“. ეს ბურთი კვარაცხელიასთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო იყო.

ცნობილი გერმანული სამენეჯერო ვებგვერდის, „ტრანსფერმარკტის“ მონაცემებით კი, 19 წლის ნახევარმცველის ფასი 4.5 მილიონიდან 7.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა.


 




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით