საამაყო სიახლე, "პსჟ" - "მანჩესტერის" მთავარი მოქმედი პირი ქართველი იყო

21-10-2020, 12:31

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო – პირველი დღის გამორჩეული მატჩის დირექტორი კი ქართველი გახლდათ.

პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა "პარი სენ-ჟერმენსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, "პარკ დე პრენსზე" გაიმართა. მატჩის დელეგატად უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე მიავლინა.

სფფ-ის ახალგაზრდა წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე არაერთხელ მიუვლენიათ.

ირაკლი ნაკაიძემ დელეგატის რანგში, ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონზე "ბარსელონა" -"მანჩესტერ იუნაიტედის" მეოთხედფინალურ მატჩზე იმუშავა. ეს 2019 წლის აპრილში, "კამპ ნოუზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე მოხდა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ცნბილია, ვის დაუპირისპირდება "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით