მესიმ ლიგის რეკორდი დაამყარა

21-10-2020, 12:49

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლეო მესიმ "ფერენცვაროშთან" მოგებულ შეხვედრაში ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

საქმე იმაშია, რომ არგენტინელმა გუშინდელ მატჩში თერთმეტმეტრიანით ისარგებლა და გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა ზედიზედ 16 სეზონში შეძლო.

მესიმ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თავი პირველად 2005-2006 წლების სეზონში გამოიჩინა.

ლეოს ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 144 შეხვედრა და 116 გოლია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით