ძალიან მნიშვნელოოვანი სიახლე ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელზე

22-10-2020, 13:34

მედიაში გავრცელდა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართველი ფეხბურთელი გიორგი გვიანიძე "სასუოლოს" საფეხბურთო აკადემიასთან კონტრაქტს გააფორმებს.

გვიანიძე იტალიაში 25 სექტემბერს გაემგზავრა, მას შემდეგ სასუოლოს აკადემიაში ვარჯიშობს. მან როგორც მწვრთნელების, ისე აკადემიის დირექტორის მოწონება დაიმსახურა.

არაევროკავშირელი და არასრულწლოვანი ფეხბურთელისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში თავის დამკვიდრება ბიუროკრატიული შეზღუდვების გამო ორმაგად რთულია, თუმცა გიორგის შემთხვევაში საქმე მისი მშობლის იტალიაში ცხვორებამ და შესაბამისი საბუთების წესრიგში ქონამ გაამარტივა.

იტალიის კანონმდებლობით, არაევროკავშირელ არასრულწლოვანს შეუძლია აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მისი მშობლის საცხოვრებელი 50 კილომეტრზე მეტი მანძილით არაა დაშორებული აკადამიის ბაზას.

"სასუოლოს" მოთხოვნით, ფეხბურთელისთვის დოკუმენტები უკვე წარდგენილია შესაბამის უწყებაში და საბუთების მიღებისთანავე, გვიანიძე იტალიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ცნბილია, ვის დაუპირისპირდება "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით