გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა

21-10-2020, 09:19

21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" ჩაერთვება, რომელიც გახსნით ტურში მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა გარემარბს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც ცნობილია, 25 წლის ფეხბურთელმა დღეს ტესტი ჩაიტარა, რის შემდგომაც მას დადებითი პასუხი მიუვიდა.

გნაბრის პასუხი მას შემდეგ მიუვიდა, რაც მან გუნდთან ერთად ვარჯიში ჩაატარა. შესაბამისად, სხვა ფეხბურთელები ხვალ განმეორებით ტესტებს ჩაიტარებენ. თავად მოთამაშეს კი 10 დღის განმავლობაში მოუწევს იზოლაციაში ყოფნა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით