"ბაიერნს" სანე უბრუნდება

21-10-2020, 14:19

მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე მიუნხენის "ბაიერნის" ბანაკში ძალიან სასიხარულო სიახლეებია.

გუნდს ლაზარეთიდან უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი უბრუნდება - ლეროი სანე. გერმანელმა ფეხბურთელმა დღეს 50 წუთის განმავლობაში ბურთთან ივარჯიშა.

ის "როხიბლანკოს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. თუმცა, ჰანს ფლიკი იმედოვნებს, რომ სანე შაბათს, ბუნდესლიგაში, "აინტრახტთან" მატჩში დაეხმარება გუნდს.

შეგახსენებთ, რომ სანე სექტემბერში დაიმტვრა და მას შემდეგ ბუნდესლიგის 2 შეხვედრა გამოტოვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით