კონტემ ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ მატჩზე და მეტოქეებზე ისაუბრა

21-10-2020, 17:41

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა, პირველი დღის მატჩები უკვე გაიმართა, დღეს კი დანარჩენი გუნდები ჩაერთვებიან საქმეში.

მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარა "ინტერის" მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, რომელსაც ჰკითხეს, არის თუ არა მისი გუნდი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების ფავორიტი.

"არ ვიცი თუ ამ ჯგუფის ფავორიტებად განვიხილებით. რეალს მნიშვნელოვანი მოთამაშეები ჰყავს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა რამდენიმეჯერ მოიგეს. მეცინება, როდესაც რეალზე ამბობენ, რომ ფავორიტი არ არის. მსგავსი შეფასებები ყოველთვის სერიოზული უნდა იყოს", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბი ჯგუფში "რეალთან" ერთად არის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით