ინძაგი: "ჯგუფის ფავორიტად მათ მივიჩნევ"

21-10-2020, 16:47

რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, "დორტმუნდთან" მოგებული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"კმაყოფილი ვარ იმ დონის თამაშით, რომელიც ვაჩვენეთ გუნდთან,  რომელსაც ნახევარდაცვასა და შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს. შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და საოცრად კმაყოფილი ვარ".

"ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, ამიტომ როცა ყველა მათგანი დაბრუნდება, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-შიც კონკურენტუნარიანები ვიქნებით".

"ჯგუფში გარკვეული არაფერია, მაგრამ ფავრიტად კვლავ "დორტმუნდს" მივიჩნევ", - განაცხადა ინძაგიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით