აჩრაფ ჰაკიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

21-10-2020, 20:23

ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში მილანის "ინტერი" მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" დაუპირისპირდება.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ "ნერაძურის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. აჩრაფ ჰაკიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, მაროკოელმა მცველმა ტესტირება დღეს, მატჩამდე ჩაიტარა და მას დადებითი პასუხი მიუვიდა.

აჩრაფს მომდევნო 10 დღის განმავლობაში მოუწევს უქმობა. დიდი ალბათობით, მაროკოელი სანაკრებო პაუზამდე დაბრუნდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით