სუპერ ინფორმაცია: რომელმა კლუბმა გაუკეთა ოფიციალური შეთავაზება შოთა არველაძეს

21-10-2020, 23:39

შოთა არველაძის კანდიდატურა "ტრაბზონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება. თურქეთის გამოცემა "ჰურიეთის" ინფორმაციით, მას უკვე ოფიციალური წინადადებით მიმართეს და მის პასუხს ელოდებიან.

სუპერლიგის წლევანდელი გათამაშება "ტრაბზონმა" წარუმატებლად დაიწყო და ხუთიდან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, რის გამოც ინგლისელი ედი ნიუტონის განთავისუფლება იგეგმება.

არველაძეს ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად მუშაობს და კლუბთან კონტრაქტი წლევანდელი სეზონის ბოლოს ეწურება.

47 წლის ქართველი ფეხბურთელი "ტრაბზონსპორის" ლეგენდაა. ის ამ კლუბში 1993-1997 წლებში გამოდიოდა და 123 შეხვედრაში 81 ბურთი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით