გვარდიოლა: "ასეთი ტიპის მატჩებში საკუთარ შანსებს უნდა დაელოდო"

22-10-2020, 02:02

მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "პორტუს" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"პირველი ტაიმის ბოლო 10-15 წუთი და მეორე ტაიმის სტარტი კარგი გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ მარსელში გასვლით მატჩამდე."

"სტანდარტული სიტუაციების დროს მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. თუმცა, მეორე ტაიმში ეს პრობლემაც აღმოვფხვერით და არც კონტრ-შეტევების საშუალება მივეცით."

"ჩემპიონთა ლიგაზე 5 ცვლილების გაკეთების უფლება გაქვს, რაც ძალიან კარგია. გუნდოგანის შეცვლა გოლამდე გადავწყვიტე, თუმცა, მას მართლაც შესანიშნავი გოლი გამოუვიდა."

"მსგავსი სტილის გუნდებთან, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობს საკუთარ შანსს უნდა დაელოდო. მოთმინების წყალობით გამარჯვება მოვიპოვეთ." - აცხადებს პეპი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით