მიულერი: "დამაჯერებლად ვითამაშეთ"

22-10-2020, 12:38

მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი თავდამსხმელი, თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"დამაჯერებლად ვითამაშეთ და მოგება ნამდვილად დავიმსახურეთ, რა თქმა უნდა უნაკლო პერფორმანსი არ გვქონია და რამდენიმე მომენტში ყურადღება გაგვეფანტა, თუმცა საბედნიეროდ ეს ტაბლოზე არ აისახა."

"მიუხედავად შედეგისა, "ატლეტიკო" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ბავარიული გრანდის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4:0.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით