ფინალის წინ საქართველოს ნაკრებისთვის წარმოუდგენლად კარგი რამ მოხდა

22-10-2020, 14:16

ევრო2020-ის პლეი ოფში ბელარუსთან გამარჯვებამ და ერთა ლიგაზე სომხეთთან და ჩრდილოთ მაკედონიასთან გასვლაზე ორმა ფრემ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში სამი პოზიციით დააწინაურა.

ჩვენმა საფეხბურთო გუნდმა 13 ქულა დააგროვა, რეიტინგში 89-ე ადგილიდან 86-ე პოზიციაზე დაწინაურდა (1287 ქულა) ჩამოიტოვა ჰაიტი და ისრაელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლოს უკეთესი პოზიცია 2012 წელს ეკავა, როდესაც თემურ ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ 10 მატჩი არ წააგო და 73-ე ადგილზე იმყოფებოდა.

ერთა ლიგის C2 ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

ჩრდილოეთ მაკედონია 65 (1365)

საქართველო 86 (1287)

სომხეთი 101 (1215)

ესტონეთი 109 (1185)

ზედა პოზიციები უცვლელია. პირველი ხუთი პოზიცია უკავიათ ბელგიას, საფრანგეთს, ბრაზილიას, ინგლისსა და პორტუგალიას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ცნბილია, ვის დაუპირისპირდება "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით