შესაძლოა ერიქსენი გერმანიაში გადაბარგდეს

22-10-2020, 14:27

როგორც გავლენიანი იტლიური გამოცემა Calcio Mercato-ს ინფორმაციით, მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა იტალია დატოვოს და კარიერა გერმანიაში გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, დანიელი ფეხბურთელის დამატება "დორტმუნდს" სურს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი "ინტერმა" გასულ ზამთარში დაიმატა. მან "ნერაძურის" მაისური 29 შეხვედრაში მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით