დავით ხოჭოლავა: "ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო"

22-10-2020, 14:45

დონეცკის "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის პირველივე ტურში სენსაცია გამოაცხო და "რეალი" საკუთარ მოედანზევე დაჯაბნა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ განაცხადა, რომ კარიერის საუკეთესო მატჩი ჰქონდა.

"ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო. საკლუბო დონეზე, რა თქმა უნდა, მაგრამ მჯერა, კარიერის საუკეთესო მატჩი 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებში მელოდება".

"იმდენად დაღლილი ვარ, რომ ვერ ვაანალიზებ რა შევძელით. რამდენიმე საათში კი, გამარჯვებით სრულფასოვნად დავტკბები".

"შახტარმა" "რეალს" 3:2 მოუგო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ცნბილია, ვის დაუპირისპირდება "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით