გვარდიოლამ ერიკ გარსიას შესახებ ისაუბრა

22-10-2020, 15:16

"ბარსელონას" ერთ-ერთ მთავარი სამიზნე ერიკ გარსია იყო, თუმცა კატალონიელებმა ვერ შეძლეს ლა მასიას ყოფილი მოთამაშის გადაბირება.

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლა, სწორედ გარსიასა და მის შესაძლო ახალ კონტრაქტზე ისაუბრა.

"ვიცი, რომ ერიკ გარსიას წასვლა სურდა, თუმცა დარჩა და შეიძლება ის ვაცდუნოთ, რომ ჩვენთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ის არის მოთამაშე, რომელიც ბევრ ასპექტში არის სტაბილური და ჩვენ მისით მოხარულები ვართ", - განაცხადა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ გარსია 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და ის ჯერჯერობით არ გეგმავს კონტრაქტის გაფორმებას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით