ვენგერი: "სხვა პოზიციაზე თამაში მოთამაშეს მოტივაციას აკარგვინებს"

22-10-2020, 17:50

ლეგენდარულმა ფრანგმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, თანამემამულე ანტუან გრიზმანის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ანტუან გრიზმანი ? სხვა პოზიციაზე დიდი ხნით თამაში რთული პროცესია. თავდაპირველად, მოთამაშე თანხმდება ამას, თუმცა თუ მისი მოლოდინები არ გამართლდება და იგრძნობს, რომ ამ პოზიციაზე თამაში არ აძლევს საუკეთესო უნარების გამოხატვის საშუალებას, მაშინ ის მონდომებას დაკარგავს.

გრიზმანი არის მოთამაშე, რომელმაც შუაში უნდა ითამაშოს, რადგან არის აქტიური, კარგი მეპასე, შეუძლია ხიფათის შექმნა და გააქვს გოლები. მაგრამ მოედნის ეს არეალი გადატვირთულია, რადგან აქ მესი მოძრაობს", - განაცხადა ვენგერმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით