ცნობილია მატჩი, რომელიც ბათუმის სტადიონს გახსნის

22-10-2020, 17:23

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩის, "დინამო ბათუმისა" და თბილისის "ლოკომოტივის" შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.

ამ ინფორმაციას სარწმუნოს ხდის ისიც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებამდე დინამო ბათუმს მეტი საშინაო შეხვედრა ჩანიშნული აღარ აქვს, ხოლო იმისთვის, რომ ნაკრებმა ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ შეხვედრები ამ სტადიონზე გამართოს, სტადიონი ოფიციალურად უნდა გაიხსნას და დაიტესტოს.

დინამო ბათუმისა და ლოკომოტივის მატჩი 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტადიონის გახსნა ამ დრომდე კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით