წარმოუდგენლად სასიამოვნო ფაქტი - მიქაუტაძე ლევანდოვსკის კვალდაკვალ

22-10-2020, 19:58

მიმდინარე სეზონში აქტუალური თემა გახლავთ გიორგი მიქაუტაძე. საფრანგეთის პასპორტის მქონე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ბრწყინვალედ გამოიყურება.

19 წლის ფორვარდის დიდი პროგრესი არც ევროპაში გამორჩენიათ. ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-ზე ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ფასი 6-ჯერ გიაზარდა და ახლა 1.2 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, საიტმა მას მცირე სტატიაც მიუძღვნა.

როგორც სტატიიდან ირკვევა, მიქაუტაძე გოლების გატანის მხრივ ევროპაში მეორეა. კერძოდ, მას ყოველ 44 წუთში გააქვს გოლი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ და მხოლოდ "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელსაც ყოველ 43 წუთში ერთხელ გააქვს გოლი. მესამე ადგილზე კრამარიჩია, 45 წუთიანი მაჩვენებლით.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს ბელგიის პროქსიმუს ლიგაში 7 თამაშში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი, რობერტ ლევანდოვსკის მაჩვენებელი კი 4 მატჩში 7 გოლია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით