კრიშტიანოს "ბარსასთან" შანსები გაუჩნდა

22-10-2020, 21:37

"იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ კორონავირუსზე ტესტი განმეორებით ჩაიტარა და ისევ დადებითი პასუხი აჩვენა

თავდაპირველად გამოცხადდა, რომ პორტუგალიელი ამ მიზეზით ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოტოვებდა. მაგრამ, მოგვიანებით გაჟღერდა, რომ კრიშტიანოს ჯერ კიდევ რჩება შანსი ითამაშოს კატალონური გუნდის წინააღმდეგ.

AS-ის ინფორმაციით, "იუვენტუსმა" უეფაში გააგზავნა დოკუმენტები პორტუგალიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რონალდოს არანაირი სიმპტომი არ გააჩნია და მას არ უფიქსირდება მაღალი ტემპერატურა.

ის თავს კარგად გრძნობს, რაც არა ერთხელ დაადასტურა სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებით, რომელზეც ასახულია მისი ვარჯიშები საშინაო პირობებში.

შეგახსენებთ, აღიშნული აპირისპირება 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით