"დიახ, თბილისის "დინამოსთან" ის მატჩი გარიგებული იყო"

23-10-2020, 00:02

სომხური ფეხბურთისა და "არარატის" ლეგენდა არკადი ანდრეასიანმა რუსული გამოცემის "სპორტ24"-ის წარმომადგენლებთან 1966 წლის 22 სექტემბერს თბილისის "დინამო"-"არარატის" მატჩი გაიხსენა და ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა შეაფასა.

"1966-ში 0:5 წაგებულ მატჩს ტრიბუნიდან თვალცრემლიანი ვუყურებდი, ეს დღე კარგად მახსოვს. მთელი გუნდი თავს საშინლად ვგრძნობდით. 1971 წელს კი მათ თბილისში 4:0 მოვუგეთ და ახლა უკვე სომხები ვერთობოდით - ზემოთ ოთხ თითს ვწევდით. იმ მატჩში ორი საგოლე პასი გავაკეთე".

"ამბობენ, 1989 წელს "არარატმა" "დინამოსთან" გარიგებული მატჩი ჩაატარაო  და ეს ნამდვილად სიმართლეა. მეორე წრეში მოხდა. პირველი ერევანში ასევე ფრედ დავასრულეთ - 0:0. მაშინ მთავარ მწვრთნელად ვმუშაობდი. მაგრამ ეს წესიდან გამონაკლისი იყო, რაც განსაკუთრებული გარემოებების შედეგად მოხდა. ჩვენ ქართველებთან ყოველთვის ნაღდ ფეხბურთს ვთამაშობდით - მხოლოდ მოსაგებად და ძმური ურთიერთობაც გვქონდა.

"ქართველებს ახლა უფრო ძლიერი ნაკრები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს უძლიერესი კოზირი - პატრიოტიზმი. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, რომ ფეხბურთი გახდეს".

"არ მსურს წარმოვთქვა სიტყვა "იარაღი", ამიტომ ვიტყვი - "წამალს". ეს არის ის, რაც ბიჭებმა უნდა გაიგონ: თამაშობენ არა საკუთარი თავებისთვის, არც სომხეთის ეროვნული გუნდის გულშემატკივრებისა და დედამიწაზე მცხოვრები ყველა სომეხისთვის", - განაცხადა ანდრეასინმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით