არველაძე: "ვიღაც რაღაცას წერს, არავისთან ფლირტაობას არ ვაპირებ"

22-10-2020, 22:39

როგორც იცით, შოთა არველაძის კანდიდატურა "ტრაბზონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება. თურქეთის გამოცემა "ჰურიეთის" ინფორმაციით, მას უკვე ოფიციალური წინადადებით მიმართეს და მის პასუხს ელოდებიან.

"ტრაბზონსპორის" ვარიანტთან დაკავშირებით შოთა არველაძემ უზბეკურ გამოცემასთან კომენტარი გააკეთა.

"დიახ, დაინტერესების შესახებ მსმენია, მაგრამ ჯერჯერობით არავისთან მისაუბრია. არაფერი ვიცი და ახლა ამაზე არც ვფიქრობ".

"ნებისმიერ მწვრთნელს აქვს შესაძლებობა, წინადადებები მიიღოს, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ - ფლირტაობა არავისთან მსურს. არც აქამდე მიფლირტავია და არც ახლა ვიფლირტავებ".

"ვიღაც რაღაცას წერს და ყველას მადლობა ნდობისთვის, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი, როგორ მოვიქცევი, გამართლებული არ არის. შესაძლოა ეს ჭორებია და ვფიქრობ, ჭორებზე კომენტარის გაკეთება არასწორია", - განაცხადა არველაძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით