მესი: "ჩვვენი დუელი ყოველთვის განსაკუთრეულ მოვლენად დარჩება"

23-10-2020, 13:37

მოახლოვებულ "ელ კლასიკომდე" "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ, მადრიდელთა ყოფილ ლიდერთან კრიშტიანო რონალდოსთან მეტოქეობა გაიხსენა.

"ჩვენი დაპირისპირება, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა, იყო და რჩება განსაკუთრებულ დუელად და ასე იქნება ყოველთვის. არა მხოლოდ საკუთარი თავები, ჩვენი გუნდებიც ძალიან მომთხოვნები იყვნენ: "რეალი" და "ბარსელონა" - ორი უძლიერესი კლუბია მსოფლიოში".

"მრავალი წლის განმავლობაში თანაბარ დონეზე მეტოქეობა – ეს ის არის, რაც სამუდამოდ რჩება. ჩემსა და კრიშტიანო რონალდოს შორის დუელი პირად დონეზე ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ, ის ხალხს მოეწონა".

"როცა კრიშტიანო "სამეფო კლუბში" თამაშობდა, ამ გუნდების მატჩები განსაკუთრებული იყო. ახლა ეს წარსულში დარჩა. ველოდებით ახალ გამოწვევებს. კრიშტიანო მალე გამოჯანმრთელდება კორონავირუსისგან", - განაცხადა არგენტინელმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით