თემურ ღურწკაია: "კავარცხელია ზამთარში 25 მილიონი ევრო ეღირება"

23-10-2020, 14:03

ცნობილმა საფეხბურთო მენეჯერმა თემურ ღურწკაიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" 19 წლის თავდამსხმელის პერსექტივებზე საინტერსო მოსაზრება გამოხატა.

"რუბინის" მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ახლა ხვიჩა თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30-40 პროცენტს აჩვენებს. გუნდში კიდევ ხუთ გოლს თუ გაიტანს, ან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, მისი ფასი გაიზრდება".

"ხვიჩა 19 წლისაა. დიდი ალბათობით, მისი ღირებულება 30 მილიონი ევრო იქნება. თუ საქართველო ევრო 2020-ზე მოხვდება, ხვიჩა ზამთარში ან ზაფხულში მინიმუმ 25 მილიონი ევრო ეღირება. ის არის თავისი გუნდის და ეროვნული გუნდის ლიდერი. თანაც ასეთ ასაკში", - განაცხადა ღურწკაიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით