პიოლი: "ამის ჩვენება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო"

23-10-2020, 15:18

მოგეხსენებათ, "მილანისთვის" სეზონი წაუგებელი სერიით დაიწყო. "როსონერიმ" გუშინ ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა - ევროპა ლიგის პირველ ტურში გლაზგოში, "სელტიკს" მარტივად სძლია ევროსარბიელზეც წარმატებული სტარტი აიღო.

მატჩის შემდეგ, მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომაგენლებთან ისაუბრა.

"თამაშით კმაყოფილი ვარ. მეორე ტაიმში ტენიკურად ნაკლებად ზუსტნი ვიყავით. მნიშვნელოვანი იყო ის ჩვენება, რომ ჩვეულებრივი გუნდი არ ვართ".

"დერბიში გამარჯვების შემდეგ ჩვეულებრივ გუნდს ნაკლები მოტივაციით უნდა ეთამაშა, მაგრამ ასე არ ყოფილა და ყველანი ერთი მიმართულებით ვმუშაობთ".

"წინ "რომასთან" მატჩია, ველოდებით ამ შეხვედრას, დიდ გუნდებთან გამარჯვება იყო ის, რაც აქამდე გვაკლდა".

"სკუდეტო? ყველაფერი შესაძლებელია, რაც უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებთ, უფრო მეტს შევძლებთ", - განაცხადა პიოლიმ.

აქვე გეტყვით, რომ "მილანმა" 1964 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ზედიზედ 10 თამაშში მინიმუმ 2 გოლის გატანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით