ძალიან მაგარი ინფორმაცია "რეალისთვის" "ბარსელონასთან" მატჩის წინ

23-10-2020, 13:55

მადრიდული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ კაპიტნის, სერხიო რამოსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავია.

როგორც ირკვევა, ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში ჩაატარა, რაც მისი ელ-კლასიკოში მონაწილეობის მიღების შანსებს საგრძნობლად ზრდის.

როგორც მოგეხსენებათ, რამოსმა „კადისთან“ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა და დონეცკის „შახტართან“ დაპირისპირებაც გამოტოვა. მის კლასიკოში თამაშზე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, თუმცა როგორც ჩანს, მდგომარეობა სასიკეთოდ იცვლება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით