ელ კლასიკოს "ბარსელონასთვის" სკანდალური არბიტრი იმსაჯებს

23-10-2020, 18:21

როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 24 ოქტომბერს "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" სეზონში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ლა ლიგამ დაადასტურა, რომ მატჩს გამოცდილი არბიტრი, მარტინეს მუნუერა იმსაჯებს, რამაც "ბლაუგრანაში" ადამიანები ძალიან გააბრაზა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მარტინესის ნამსაჯ შეხვედრებში, "სამეფო კლუბს" თითქმის იდეალური სტატისტიკა აქვს.

გარდა ამისა, სწორედ მუნუერა იყო ვიდეორეფერიზე პასუხისმგებელი გასული სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ჯახში, სადაც "თეთრებთან" "რეალ სოსიედადი" დამარცხდა.

იმ ჯახში ესპანელმა ჯერ ვინისიუსის წაქცევაზე დანიშნა საეჭვო პენალტი, შემდეგ ქარიმ ბენზემას ისეთი გოლი ჩათვალა, სადაც, თითქოს, ფრანგმა ხელით ითამაშა, ბოლოს კი "ჩური ურდინს" ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმა, რამაც ასევე დიდი კამათი გამოიწვია.

რაც შეეხება "ლურჯ-ბროწეულისფერებს", მათთვის მუნუერა გაცილებით ცუდი გასახსენებელია.

მარტინესმა იმსაჯა მატჩი, სადაც "ატლეტიკ ბილბაომ" "ბლაუგრანას" 1:0 მოუგო და კოპა დელ რეის გათამაშებიდან გამოთიშა. არადა, იმ ჯახში ფრენკი დე იონგიზე ბასკების მიერ საკუთარ საჯარიმოში წესების აშკარა დარღვევა არ დაფიქსირდა, რამაც შედეგზეც დიდი გავლენა იქონია.

ხსენებული პიროვნება იყო მოედანზე ლა ლიგის 37-ე ტურის თამაშშიც, როცა "ბარსა" "ოსასუნასთან" დამარცხდა - 1:2. იქ მუნუერამ ერთ მომენტში პენალტიც დადო და ხერარდ პიკეც გააძევა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტენდეციების მიხედვით, არბიტრები ერიდებიან ერთ ეპიზოდში გუნდის ორმაგად დასჯას.

ასეა თუ ისე, იმედი ვიქონიოთ, რომ კატალონიური გრანდი ამ ნავსს შაბათს აუცილებლად გატეხავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით