სასწრაფოდ: მოსამართლემ აზრი ბასილაშვილის საწინააღმდეგოდ დააფიქსირა

23-10-2020, 17:56

გუშინ ორდღიანი წინასასამართლო სხდომა დასრულდა, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე, ნელი დოროყაშვილზე ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობდა.

მოსამართლის განმარტებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დიდ ალბათობას იძლევა იმისა, რომ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილ ხუთივე ეპიზოდზე სპორტსმენის ბრალეულობა დამტკიცებული იქნება.

როგორც ცნობილია, წინასასამართლო სხდომაზე წარდგენილი იყო ყველანაირი დოკუმენტი, მათ შორის ვიდეო და აუდიო მასალები და ათობით მოწმეთა ჩვენებები. ყველა მტკიცებულება ხუთივე ეპიზოდში დასაშვებად იქნა მიჩნეული.

რაც შეეხება არსებით განხილვას, ის მიმდინარე წლის 3 ნოემბერს დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ცნბილია, ვის დაუპირისპირდება "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით