ჯეიდონ სანჩოს ყოფილი მწვრთნელი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს

24-10-2020, 12:55

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე დორტმუნდის "ბორუსიას" ინგლისელ შემტევს, ჯეიდონ სანჩოს, სხვა მრავალ გუნდთან ერთად, "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში ის გერმანიაში დარჩა.

ახლა კი ახალგაზრდა ვირტუოზის ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის ლანკასტერმა თავისი ექსშეგირდის და "ბლაუგრანას" შესაძლო გადაკვეთის შესახებ ისაუბრა.

"სერენა უილიამსს, ლეო მესის და მსგავს ადამიანებს დროში მოგზაურებს ვუწოდებ, რადგან ის, რაც სხვებისთვის წუთია, მათთვის წამში ესწრება. ისინი უფრო დასვენებულნი არიან. სწორედ ამას ვეუბნებოდი ჯეიდონს, როცა ის აკადემიაში იყო.

ვფიქრობ, სანჩო ამ ოთხი კლუბიდან - "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "ბარსელონა" და "რეალი" - წავა, "ბაიერნს" და "მანჩესტერ სიტის" არც განვიხილავდი." - თქვა ლანკასტერმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გრიგალავა ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით