პიკესთვის ელ კლასიკო მე-600 მატჩი იქნება კარიერაში

24-10-2020, 14:18

"ბარსელონას" ცენტრალური მცველის, ხერარდ პიკესთვის მიმდინარე სეზონი არც ისე კარგად დაიწყო.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაცვის ბურჯი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, "ფერენცვაროშთან" მოედნიდან გააძევეს კიდეც.

მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილია, რომ პიკე დღევანდელ "ელ კლასიკოს" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

საინტერესოა, რომ ეს იქნება ესპანელის მე-600 მატჩი პროფესიონალურ კარიერაში.

ხერარდის ჩატარებული შეხვედრები კი ასე ნაწილდება:

543 - "ბარსელონა"

23 - "მანჩესტერ იუნაიტედი"

28 - "სარაგოსა"

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით