რუსი ფეხბურთელი: "ხვიჩამ მას რუსულ ფეხბურთზე აზრი შეაცვლევინა"

25-10-2020, 22:14

მოსკოვის "ცსკა-ს" ექს-მცველმა ოლეგ კორნაუხოვმა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" მცველი დეიან ლოვრენის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხორვატ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატზე წარმოდგენა შეაცვლევინა.

"ბრიუგესთან" და "რუბინთან" მატჩების შემდეგ ლოვრენი რუსეთის ჩემპიონატს დაბალ დონედ აღარ მიიჩნევს".

"მან ადრე თქვა, რომ მისთვის ადვილი ჩემპიონატი იყო. ხვიჩამ მას თავისი ადგილი მიუჩინა. ვფიქრობ, ახლა ჩვენს ჩემპიონატს სერიოზულად შეხედავს" , - თქვა კორნაუხოვმა.

კვარაცხელიაამ "რუბინის" მაისურით 12 თამატჩი ჩაატარა, 2 გოლი, 1 ასისტი და 3 პენალტი მოიპოვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით