კონტეს ახალი სატრანსფერო სამიზნე ჰყავს

26-10-2020, 16:35

"მილანი" ჰაკან ჩალჰანოღლუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით პროგრესი არ იგრძნობა, რადგან "როსონერი" თურქ ათიანს 4 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო ჩალჰანოღლუს აგენტი, გორდონ სტიპიჩი 6,5 მილიონ ევროს ითხოვს.

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ყველაფრის ფონზე სტიპიჩმა თავისი კლიენტი "ინტერს" შესთავაზა და ზემოთ აღნიშნული ჯამაგირის დანიშვნის შემთხვევაში, ჰაკანი მზად იქნება მეორე მილანურ კლუბს შეუერთდეს.

იტალიური გაზეთის მტკიცებით, ამ ნაბიჯით გორდონმა "მილანი" წნეხში მოაქცია და თავისი ეკონომიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ უბიძგებს. ჰაკანმა მიმდინარე სეზონში ლომბარდიული გრანდის მაისური 7 შეხვედრაში მოირგო, გაიტანა 4 გოლი, ხოლო თანაგუნდელებს 3-ჯერ გაატანინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით