"კვარაცხელიამ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დააბნია", - ცსკა-ს ყოფილი ვარსკვლავი

27-10-2020, 17:38

მოსკოვის ცსკა-ს ყოფილმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ოლეგ კორნაუხოვმა პეტერბურგში "ზენიტთან" ყაზანის "რუბინის" მოგებაზე კომენტარი გააკეთა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ამ წაგების შემდეგ 2018 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი და "ლივერპულის" ყოფილი მცველი, "ზენიტში" გადასული ხორვატი დეჟან ლოვრენი რუსეთის ჩემპიონატს ახლა უფრო სერიოზულად მოეკიდება.

"ბოლო ორი თამაშის შემდეგ, "ბრიუგესთან" და ახლა "რუბინთან" ლოვრენი არ შეხედავს რუსეთის ჩემპიონატს ისე ზემოდან, როგორც ამას ჩამოსვლის დროს აკეთებდა".

"ახლა ხვიჩამ ის ოდნავ დააბნია და თამაში არ გამოუვიდა. ვფიქრობ, ახლა ის სერიოზულად მიიღებს ჩვენს ჩემპიონატს", -  თქვა კორნაუხოვმა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით