ოფიციალურად: ბართომეუმ "ბარსელონა" დატოვა

27-10-2020, 23:37

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ-მარია ბართომეუ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

დღეს "ბლაუგრანას" აღმასრულებელი საბჭოს სხდომა უნდა ჩატარებულიყო, სადაც ბართომეუს გაშვების საკითხი განიხილებოდა და ხმების 66%-ის მიღების შემთხვევაში ის დატოვებდა კლუბს, თუმცა, 57 წლის სპეციალისტმა სხდომამდე მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც ცნობილია, ბართომეუს გარდა კლუბის მთლიანმა ხელმძღვანელობამ დატოვა დაკავებული თანამდებობა.

შეგახსენებთ, რომ ბართომეუ კატალონიურ გრანსდ 2014 წელს ჩაუდგა სათავეში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით