რა შეემთხვა დავით ხოჭოლავას "ინტერთან" მატჩში

27-10-2020, 23:49

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომელშიც დონეცკის "შახტარმა" მილანის "ინტერს" უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა.

მეორე ტაიმის დროს დაზიანება მიიღო უკრაინელთა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ, რის გამოც ის შესაცვლელი შეიქნა.

ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა ხოჭოლავას დაზიანება. სავარაუდოდ, ის შეძლებს 12 ნოემბრამდე გამოჯანმრთელებას.

"შახტარს" ჩემპიონთა ლიგაზე 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით