ბართომეუმ გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში ძალიან დამაინტრიგებელი ინფორმაცია გააჟღერა

28-10-2020, 00:37

ხოსეპ მარია ბართომეუმ სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის პოსტს ტოვებს.

ამავდროულად, ბართომეუმ ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც ბევრი გულშემატკივრის ყურადღებას მიიპყრობს.

"მე შემიძლია საინტერესო ინფორმაციის გაჟღერება... ჩვენ გუშინ დავთანხმდით ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობის მოთხოვნას, რომელიც კლუბს ეკონომიკურ სიმყარეს მოუტანს. ასევე, დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალ ფორმატსაც დავთანხმდით", - განაცხადა ბართომეუმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით