ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

28-10-2020, 11:59

"ინტერის" წინააღმდეგ ეუფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "შახტარის" ქართველმა ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დავითმა გამოკველვა უკვე ჩაიტარა. მას უბრალოდ კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება და მომდევნო კვირიდან მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.

ასე რომ, ქართველთა შიშები გაქარწყლდა. 12 ნოემბერს ჩრ. მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ხოჭოლავა საქართველოს ნაკრების დახმარებას მოახერხებს.

შეგახენებთ, რომ მისი "შახტარი" 2 ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერია. უკრაინელები მადრიდის "რეალს", "ინტერსა" და "გლადბახს" უსწრებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით