მილანური გრანდები მოდრიჩის აგენტს დაუკავშირდნენ

29-10-2020, 23:56

მილანური კლუბები ლუკა მოდრიჩის გადაბირებას მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზეც ეცდებიან მიუხედავად იმისა, რომ ხორვატი ნახევარმცველი უკვე 35 წლისაა.

მოდრიჩმა რამდენჯერმე ღიად განაცხადა, რომ კარიერის მადრიდში დასრულება სურს, თუმცა "Defensa Central"-ის მტკიცებით, "რეალი" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რომელიც 2021 წლის ივნისში იწურება.

იგივე გამოცემის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ძალიან აქტიურია და ამ ეტაპზე "ინტერი" ფავორიტია, თუმცა "მილანიც" საქმეშია და შესაძლოა სურათი უახლოეს მომავალში კვლავ შეიცვალოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით