"ბაიერნი" ერიკსენის ტრანსფერზე მუშაობს

1-11-2020, 20:25

მიუნხენის "ბაიერნიდან" ტიაგო ალკანტარას წასვლის შემდეგ კლუბი შემცვლელის ძიებას აქტიურად განაგრძობს.

ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად მილანის "ინტერის" ვარსკვლავი, კრისტიან ერიკსენი გამოჩნდა.

მოგეხსენებათ, დანიელი ნახევარმცველი "ნერაძურის" რიგებს გასულ წელს შეუერთდა, თუმცა, გუნდში თავის დამკვიდრება ბოლომდე ამ დრომდე ვერ მოახერხა და მის წასვლაზე აქტიურად იწერება. მიუნხენელები კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდებიან.

წყაროს ცნობით, ერიკსენის დამატება გარდა "ბაიერნისა" ასევე ფრანგულ "პსჟ"-საც სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით