კონტე: "დღეს ფინალი არ არის და ეს ორივე გუნდმა ვიცით"

3-11-2020, 15:26

მილანის "ინტრის" მთავარმა მწრთვნელმა, ანტონიო კონტემ, დღეს მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩის შესახებ მედიის წარმომაგენლებთან ისაუბრა, და თამაშის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"არის თუ არა ეს მატჩი ფინალი? ვფიქრობ, ეს შეხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპის არის, თუმცა, ცხადია, რომ ორივე გუნდისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია".

"ვუპირისპირდებით გუნდს, რომელმაც საკუთარი ძალა ამ ტურნირზე არაერთხელ გვაჩვენა. "რეალს" დიდი გუნდია და მათ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გეგმები გვაქვს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩი დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით