კონტე: "მადრიდში ბევრი გუნდი ვერ აკეთბს იმას, რაც ჩვენ შევძელით"

4-11-2020, 14:34

"ინტერი" მთავარმა მწრთვნელმა, ანტონიო კონტემ, "რეალთან" გამართული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"დიახ, მე ამ "ინტერის" მწრთვნელი ვარ. არ ვიცი რამდენმა გუნდმა ითამაშა ასე მადრიდში, ორბურთიანი ჩამორჩენა გავაბათილეთ, ჩვენგან ნაჩუქარი ორი გოლი".

"გვქონდა შანსი, რომ 3:2 გაგვეხადა ანგარიში და შემდეგ აქეთ გავუშვით".

"შედეგში არ აისახა ჩვენი ძალისხმევა. დეტალები ზოგჯერ თამაშს ცვლის. ვფიქრობ, მენდიმ ჰაკიმისთან თამაშის წესი დაარღვია".

"გუნდის მენტალიტეტით კმაყოფილი ვარ, ვიზრდებით. მატჩის წინ "რეალში" ამბობდნენ, რომ ეს ფინალი იყო და როგორც წესი "რეალი" ფინალს არ აგებს".

"ყველაფერი წინაა, ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი იღბლით შეგვიძლია დადებით შედეგს მივაღწიოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით