მესის "ინტერში" გადასვლის საკითხი კიდევ ერთხელ წამოიჭრა

5-11-2020, 18:14

მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობამ "ბარსელონას" არგენტინელ ფორვარდს ლიონელ მესის ტრანსფერზე მეორე წინადადებით მიმართა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობით, მესი, ჯერჯერობით არ განიხილავს კატალონურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობას. ამიტომაც, 2021 წლის ზაფხულში მას შეეძლება ნებისმიერ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა.

მოთამაშეზე ერთ-ერთ პრეტენდენტად მილანის "ინტერი" სახელდება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელს კლუბის გამოცვლა ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა, როცა პირველი წინადადება მიიღო "ინტერისგან".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით